სევეროდონეცკში რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს სკოლას, რომელსაც 200 ადამიანი აფარებდა თავს – დაიღუპა 3 მოქალაქე

უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სკოლას, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს. საარტილერიო იერიშის შედეგად კი სამი ადამიანი დაიღუპა.

“რაშისტებმა სევეროდონეცკში საარტილერიო შეტევა განახორციელეს. დაბომბილ სკოლის შენობას ბავშვებიც აფარებდნენ თავს, თუმცა, მათ შორის მსხვერპლი არ ყოფილა. ლუგანსკის ოლქის პოლიცია ცდილობს, რომ გადარჩენილი ადამიანები სხვა თავშესაფარში გადაიყვანოს. გთხოვთ, თუ ამ ქალაქში რჩებით, ყოველთვის თავშესაფრებში იყავით”  – წერს ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი ჰაიდაი ტელეგრამზე.