სენატორები, ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ზემო ნიქოზში და ერგნეთში ჩავიდნენ.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, სენატორები ეცნობიან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მიმდინარე სიტუაციას, სადაც ყურადღება გაამახვილეს ე.წ. ბორდერიზაციაზე, სადამკვირვებლო პუნქტებსა და სათვალთვალო მოწყობილობებზე.