სეპარატისტებმა ლუგანსკის სოფელი დაბომბეს – ჭურვი საბავშვო ბაღს მოხვდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სეპარატისტებმა ლუგანსკის რაიონის სოფელი სტანიცია ლუგანსკა დაბომბეს, ერთ-ერთი ჭურვი კი საბავშვო ბაღს მოხვდა.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გახსნის დროს შენობაში იმყოფებოდნენ ბავშვები. დაშავებულია ორი ზრდასრული ადამიანი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დასახლების ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

გაერთიანებული ძალების სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში გადაიყვანეს.