4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულებიდან საპროცესო შეთანხმება კიდევ ერთ პირს, ზაქრო ალბუთაშვილს გაუფორმდება. ამის შესახებ საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ განაცხადა.
“ზაქრო ალბუთაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მოგვმართა. მან განცხადებაში მიუთითა, რომ ჩადენილ დანაშაულს სრულად აღიარებს, მტკიცებულებათა შინაარსს ეთანხმება და უდავოდ ხდის.მხოლოდ ტექნიკური დეტალებია დარჩენილი და საპროცესო ჩვენს შორის აუცილებლად გაფორმდება. პირობები იგივეა, რაც სხვა ბრალდებულებთან – 3-წლიანი პირობითი მსჯავრი”. – ამბობს პროკურორი.
მიმდინარე კვირაში 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით 22 პირი გათავისუფლდა.















