სიმართლეს არ შეესაბამება – საპატრიარქო მიტროპოლიტი ანტონის საქართველოში ვიზიტზე

“სიმართლეს არ შეესაბამება”- ასე ეხმაურება, საქართველოს საპარტიარქო, რუსეთის პატრიარქის “მარჯვენა ხელის”, მიტროპოლიტი ანტონი საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

“ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დაგეგმილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის (სევრიუკი) ვიზიტი საქართველოში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რამ საქართველოს საპატრიარქოში არ იგეგმება. გარდა ამისა, აღვნიშნავთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ზოგადად არ იგეგმება უცხოეთიდან სტუმრების, მათ შორის, დელეგაციების თუ ცალკეული საერო ან სასულიერო პირების მიღება” – წერია გაცნხადებაში.