“სინამდვილეში რუსები სევეროდონეცკში ხაფანგში შევიტყუეთ და ახლა ჩვენები ნაწილებად გლეჯენ,ხორცად აქცევენ“–არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ უკრაინელებმა რუსული ჯარი სევეროდონეცკში სინამდვილეში ხაფანგში შეიტყუეს და ქალაქი თითქოს “ჩააბარეს“.

“ახლა რუსული მეთაურობა შოკშია.  მათ უკვე მოახსენეს ზემდგომებს რომ სევეროდონეცკი აიღეს, არადა ამის შემდეგ ჩვენებმა უძლიერესი კონტრშეტევა მიტანეს და ჩვენს მოსკოველ ამხანაგებს ხორცად აქცევენ, მიუხედავად მათი უპირატესობისა ავიაციის და  არტილერიის თვალსაზრისით.

ჩვენი ჯარი საოცარ სიამაცეს იჩენს, მეთაურები კი ტაქტიკურ ნიჭს.

იქ ძალიან სასტიკი ბრძოლებია. რუსი მეთაურები ახლა ყველა არსებულ ძალას იკრებენ რომ სევეროდონეცკი შეინარჩუნონ. მიაქციეთ ყურადღება, ვსაუბრობ არა აღებაზე, არამედ შენარჩუნებაზე.

ჩვენები რეალურად მოწინააღმდეგეს ახლა ნაწილებად გლეჯენ, როგორც ლომები, მიუხედავად მისი საცეცხლე უპირატესობისა.

გამოჩნდა პირველი ტყვეები რუსი ჯარისკაცების რიგებიდან, თუმცა ყველას ასე არ გაუმართლა. ბრძოლა არ დასრულებულა.

ჩვენები გლეჯენ,გლეჯენ, გლეჯენ.

აი ეს არის ნამდვილი ოსტატობა.“  –წერს არესტოვიჩი