სინოდმა საპატრიარქოს ტელევიზიას დაავალა, დავით გარეჯზე გადაცემათა ციკლი მოამზადოს

დღეს, 11 თებერვალს, სინოდმა საპატრიარქოს ტელევიზიას, “ერთსულოვნებას” დავით გარეჯზე გადაცემათა ციკლის მომზადება დაავალა. როგორც, ალავერდელი მიტროპოლიტი, დავითი აცხადებს ამ საკითხის გარშემო ბევრი კითხვა და დიდი ინტერესია და გადაცემა საჭიროა “პრობლემატიკისა და ისტორიის დაწვრილებითი ახსნისთვის”.

“რადგან თემა აინტერესებს ყველას და არის დიდი აქტივობა ამ საკითხის გარშემო, სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპატრიარქოს ტელევიზიამ მოამზადოს გადაცემათა ციკლი დავით-გარეჯის პრობლემატიკასა და ისტორიის უფრო დაწვრილებითი ახსნისათვის”, -აცხადებს მიტროპოლიტი დავითი.