სინოდმა შესაძლოა, დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელოს

სინოდმა შესაძლოა, დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელოს. ამის შესახებ, ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით სინოდი მაშინ შეიკრიბება, როცა „ღმერთი ინებებს“ და პასუხგაუცემელი არაფერი დარჩება.

„სინოდი აუცილებლად შეიკრიბება. რა შეკითხვაც დაისმება, ყველაფერს გაეცემა პასუხი. გამოძიება ხომ მიმდინარეობს და ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთი როცა ინებებს, აუცილებლად იქნება სინოდი“,- განაცხადა მეუფე მიქაელმა სინოდის სხომაზე დავით გარეჯის საკითხის შესაძლო განხილვის კომენტირებისას.