სინოვაკის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოში სინოვაკის ვაქცინის მეორე დოზით ასაცრელად მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო.

ვაქცინაციისთვის საჭირო მეორე დოზა 14-28 დღის ინტერვალით კეთდება. ჩინური სინოვაკი, სინოფარმის მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

სინოვაკის ვაქცინამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია პირველ ივნისს მიიღო.

ვაქცინაზე რეგისტრაცია შემდეგ პორტალზე შეგიძლიათ: https://booking.moh.gov.ge/