სიონის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

სიონის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ მამაკაცი წყალში ნავიდან გადავარდა.

“შემოვიდა ინფორმაცია რომ სიონის ტბაზე ახალგაზრდა მამაკაცი ნავიდან ჩავარდა წყალში და გაუჩინარდა. ადგილზე გამოცხადდნენ მაშველები და მყვინთავთა ჯგუფი. ცხედარი წყლიდან უკვე ამოყვანილია”,– ამბობენ უწყებაში.

უბედურ შემთხვევაზე დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.