ნოდარ რუხაძე მოსამართლემ საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევა

სირცხვილიას აქტივისტი, ნოდარ რუხაძე მოსამართლემ საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევა.  მიზეზი გადაჩურჩულება და შეკითხვის დასმა გახდა გიორგი მჟავანაძისთვის, ნოდარ რუხაძემ მჟავანაძეს ჰკითხა : თუ რატომ იყო მოსამართლე ასეთი აგრესიული მათ მიმართ.

სამართალადმცველებმა სასამართლოზე დღეს მტკიცებულებების სახით სამხრე კამერების გადაღებული კადრები მიიტანეს, სადაც არც ის ჩანს, როგორ აყენებენ შეურაცხყოფას პოლიციელებს აქტივისტები და არც ის – როგორ ძალადობენ გიორგი მჟავანაძეზე თავად სამართალდამცველები.  ნივთმკტცების სახით კი  პოლიციამ სასამართლოს 3 ნაჭერი შეშა წარუდგინა

“დაცვის მხარიე საუბრობდა, მოსამართლემ უთხრა, რომ სასაცილოდ, თუ უხერხულად არ წარმოაჩინოთ საკუთარი თავიო. ამაზე მე ჩემ გვერდით მჯდომა მეგობარს გადავულაპარაკე, რატომაა მოსამართლე აგრესიული-მეთქი. მოსამართლემ იკითხა, ვინ დასვა ეს კითხვაო, ვუპასუხე, რომ მე და გამომაძევა”, – განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

ნოდარ რუხაძის თქმით, გუშინდელ დღემდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იყვნენ ის და მეორე დაკავებული აქტივისტი, გიორგი მჟავანაძე. შემდეგ დილით სასამართლოში გადაიყვანეს. სასამართლო პროცესი მთელი დღე გაგარძელდა და საღამოს 11 საათისთვის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროცესი შემდეგი დღისთვის გადაეტანა, დაკავებულები კი სახლში გაუშვა.