სირცხვილი თქვენს დედებს, რომლებმაც ასეთი ჯალათები გაგზარდეს – გიგა ოთხოზორიას დედა

“სირცხვილი თქვენს დედებს, რომლებმაც ასეთი ჯალათები გაგზარდეს”- „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ეხმაურება.

„5 ივლისიდან საკუთარ თავს ვებრძვი, ჩუმად ჩემთვის გამოვხატავ აღშფოთებას და ვეკითხები იმ “ვაი პატრიოტებს” რა გასამრჯელო მიიღეთ საქართველოს ღალატში? რაში მოიხმართ იმ თანხას, რომელიც რუსული საქმის გაკეთებაში აიღეთ. სირცხვილი და მრავალჯერ სირცხვილი თქვენ და თქვენ გამზრდელ დედებს, რომლებმაც ასეთი ჯალათები გაგზარდეს.

მეცოდება თქვენი შვილებიც… ჩემს შვილთან და მრავალ საქართველოსთვის დაღუპულ ქართველებთან ერთად დაგტირი ღირსეულო ქართველო“, – წერს ჯულიეტა ჭანტურია