“რუს ოპოზიციონერ დმიტრი გუდკოვს ახლახანს გაუკეთეს დეპორტაცია საქართველოდან. დმიტრი კიევიდან რამდენიმე დღით, კოლეგებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შესახვედრად ჩამოფრინდა და ის ქვეყანაში არ შემოუშვეს. ის არ ყოფილა აფხაზეთში. არაფერი დაურღვევია. ეს არის წმინდად პოლიტიკური გადაწყვეტილება. სირცხვილი. რას აკეთებთ? სიტყვები არ მაქვს”

ასე ეხმაურება, საქართველოში მცხოვრები პოლიტიკური მიმომხილველი იგორ კუროპტევი რუსი ოპოზიციონერის, დმიტრი გუდკოვის დეპორტაციას.