სიტყვაზე მენდეთ, გასვენება ვაგონიდან იქნება! – ჭალიძე აფრიკაში მცხოვრებ ოჯახზე

სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახზე წერს, რომელიც, მისი თქმით, მიცვალებულს ვაგონიდან გამოასვენებს.

“ფოტო არ მაქვს, სიტყვაზე მენდეთ! გასვენება ვაგონიდან იქნება! ოჯახის წევრებმა შეშის ფეჩი გარეთ გამოიტანეს და ისე გაათენებენ ამ ღამეს. საქართველო, თბილისი, აფრიკა. 2020 წელი.

ეს საქართველო არ ჩანს პარლამენტის დერეფნებიდან”,– წერს ჭალიძე.