სიღნაღში, სოფელ ერსიმედში საკონტროლო პუნქტები და კარვები მოეწყო

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში შინაგან საქმეთა სამინისტროს საკონტროლო პუნქტი ამოქმედდა. სოფლის შესასვლელ-გასასვლელში გაშლილია სამედიცინო კარავი, სადაც შემსვლელ და გამსვლელ მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი, საჭიროების შემთხვევაში კი მათ PCR ტესტითაც შეამოწმებენ.

შსს ცნობით, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული პუნქტი კორონავირუსის პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით მოეწყო.

სოფელ ერისიმედში 58 წლის ქალს და მის ქმარს კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდათ. მათ კონტაქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან ჰქონდათ.