სიცოცხლის ფასად ვაპირებ ბრძოლას ეკლესიის გადასარჩენად, კოლექტიური იაკობების და შიოლაშვილების წინააღმდეგ- მეუფე პეტრე

‘სიცოცხლის ფასად ვაპირებ ბრძოლას ეკლესიის გადასარჩენად, კოლექტიური იაკობების და შიოლაშვილების წინააღმდეგ”- ამის შესახებ,  ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ newsreport-თან საუბრისას განაცხადა. როგორც მეუფე პეტრე აცხადებს, მისი განკვეთის საკთხი დიდი უკანონობაა და ეს გამოწვეულია იმით რომ საქართველოს ეკლესიას პატრიარქი ილია მეორე, კრიმინალურად მართავს.

“სინოდის წევრებს სულში აფურთთხებენ სასულიერო პირები. აუცილებლად დიდი საეკლესიო კრება უნდა იყოს მოწვეული. მე ვთქვი წლების წინ როგორც თამარ მეფემ თქვა, დავიწყოთ ჩემი საკითხით. რაც შეეხება მეუფე იაკობს, ის არის მახინჯი სახე დედა ეკლესიის. თავისი ოდიზური განცხადებებით, ამ ჭაობის გაღრმავებას ცდილობს. სიცოცხლის ფასად ვაპირებ ბრძოლას ეკლესიის გადასარჩენად, კოლექტიური იაკობების და შიოლაშვილების წინააღმდეგ. სწორედ მათ გამო ისჯება ჩვენი ერი, რადგან უფრო მეტად გამრავლდა ეკლესიაში მამათმავლობა. ჩემი განკვეთის საკითხი დიდი უკანონობაა. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ეკლესია პატრიარქის ხელში
კრიმინალურად იმართება.”- განაცხადა მეუფე პეტრემ, newsreport-თან საუბრისას.

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტზე, მეუფე პეტრეზე საუბრისას განაცხადა რომ ის იქნება განკვეთილი, რის შემდეგაც მეუფე პეტრე მას ვეღარ დაემალება. სინოდის განჩინება დღეს, 12 თებერვალს უნდა გამოცხადდეს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, სინოდმა მეუფე პეტრე ეკლესიიდან განკვეთოს.