სიძულვილის ჯგუფის წევრმა ჟურნალისტებს მოპედი დააჯახა, ის არ დააკავეს (ვიდეო)

პუტინისტური აქციის მონაწილე რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს მოპედით დაეჯახა, თუმცა ის პოლიციამ არ დააკავა. კადრებს ტელეკომპანია მაესტრო ავრცელებს.

 

ცნობისთვის, ღირსების მარშის კონტრაქციის მონაწილე მოძალადე ჯგუფებმა “სირცხვილიას” ოფისს ალყა შემოარტყეს და ოფისში შეჭრას ცდილობენ. მათ ჩალეწეს შენობის მინები.

ოფისში შეჭრის დროს მათ სასტიკას სცემეს TV პირველის ოპერატორი და დაუმტვრიეს აპარატურა.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოძალადე ჯგუფები ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. “ტაბულას” ჟურნალისტ მაკო ჯაბუას თავს დაესხნენ და თავში კეტი ჩაარტყეს.

ისინი დაუპირისპირდნენ რუსთავი 2-ის, ფორმულას, ნეტგაზეთის, On.ge-ს, მთავარი არხისა და სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებსაც და მათი აპარატურის დამტვრევა სცადეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა მედიის წარმომადგენლების დაცვას ვერ ახერხებს.