სკოლაში, როცა გვაქვს ინფიცირების შემთხვევება არ იკეტება სკოლა, იკეტება კლასი -გამყრელიძე

მთელი ქვეყნის მასშტაბით შემზღუდველი ღონისძიებების დაწესება არ იგეგმება, არამედ საუბარია ე.წ. წერტილოვან შეზღუდვებზე, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, გლობალური პოლიტიკაა, რომ განსხვავებით გაზაფხულისა, ახლა უკვე ძლიერ, ე.წ. ლოკდაუნებზე და ძლიერ, მკაცრ  შემზღუდველ ღონისძიებებზე ნაკლებად მიდიან ქვეყნები. უფრო ე.წ. წერტილოვან შეზღუდვებზეა ლაპარაკი.

„მაგალითად, სკოლაში, როცა გვაქვს ინფიცირების  შემთხვევები, არ იკეტება მთლიანად სკოლა, იკეტება თუ საჭიროა კლასი, ხდება ბავშვების თვითიზოლაციაში გადასვლა. თუ მასწავლებელს აქვს, შესაბამისად, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში გადასვლა და დაკვირვება შემდგომ 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების. ანუ, ეპიდემიოლოგებთან შედარებით ირჩევა ეს საკითხი, თუ საჭიროა, სკოლა ან კლასი გადადის დისტანციურ სწავლებაზე. ასე იქნება იგივე ბაღებთან და სხვა დაწესებულებებთან მიმართებაში, რადგან პანდემია არ დასრულდება კიდევ კარგა ხანს და ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.