წულუკიანმა სკოლა რომ დაამთავრა, მამამ ჯალათის ნაჯახი აჩუქა, უსაზღვროდ ბოროტია – გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ თეა წულუკიანმა ყველანაირ დევნილად აქცია.

“რაც შეეხება თეა წულუკიანს, ჩემს წარმოსახვაში თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელსაც სკოლა რომ დაამთავრა მამამ ჯალათის ნაჯახი აჩუქა, ეს არის თეა წულუკიანი ჩემს წარმოსახვაში. თან სულელი, უკიდეგანოდ სულელია და უსაზღვროდ ბოროტი. რა უნდა ვილაპარაკო, ახლა დარღვია ყველაფერი რაც შეიძლება, პირდაპირ, პოლიტიკური დევნილიდან მაქცია, ყველანაირ დევნილად.

მე ამ ქვეყანაში დევნილი ვარ. რამე უფლება მაქვს საერთოდ? შვილების თავისუფლად განვითარების, ჩემი ცოლიც კი წულუკიანის განსასჯელი გახდა. რაც უნდა ის ქნას, მე მასზე ჭკვიანი ვარ და ჩემი ცოლი მასზე ბევრად ლამაზი”,– თქვა ნიკა გვარამიამ.

ქართული ოცნების დეპუტატმა თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი მისცა და ჰკითხა, თუ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, პარლამენტში რას აკეთებს.

ამის შემდეგ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მის ტელეფონზე ზარები არ ჩერდება. ის მისი ტელეფონის ნომრის გასაჯაროვებას პოლიტიკური დევნის მორიგ მტკიცებულებად მიიჩნევს და სახალხო დამცველს და საელჩოებს მიმართავს.