სმიტის თქმით, სააკაშვილის ორგანიზმში მეტალებმა, შესაძლოა, ინვალიდობა და სიკვდილი გამოიწვიოს

ამერიკელი ტოქსიკოლოგის დევიდ სმიტი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მეტალებმა, შესაძლოა, ინვალიდობა და სიკვდილი გამოიწვიოს.

ადვოკატის კითხვაზე “პაციენტის მძიმე ავადმყოფობა მოიცავს თუ არა სხვადასხვა ხარისხით დაინვალიდების რისკს ან სიკვდილს“, სმიტმა უპასუხა “დიახ, სიკვდილი და ინვალიდობა”. სმიტი პასუხობს:

„დიახ, მას არ მიუღია ადეკვატური მკურნალობა მძიმე მეტალებთან დაკავშირებით. რაც მოიცავს განკურნვის თერაპიას, მძიმე მეტალების გამოტანის მექანიზმს. ასევე დეტოქსიკაცია არ ჩატარებულა იმ წამლებზე, რომლებიც მას სიმპტომების ნიველირებისთვის მიეწოდებოდა“ – განაცხადა დევიდ სმიტმა.