“სოლოვიოვის მოკვლა არ იგეგმება, შესაძლოა ის თავად დაიხრჩოს” – უკრაინის უშიშროება FSB-ს პასუხობს

უკრაინის უშიშროების სამსახური, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ვლადიმერ სოლოვიოვთან დაკავშირებით ბრალდებას პასუხობს და აცხადებს, რომ უკრაინა ამჟამად სახელმწიფოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად მუშაობს, ხოლო რესურსების პროპაგანდისტებზე დახარჯვის “არც დრო აქვთ და არც სუვილი”.

“პირველი – უკრაინის უშიშროების სამსახური სისტემატიურად მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად და არ აპირებს სერიოზული კომენტარის გაკეთებას რუსული სპეცსამსახურების ახალ ფანტაზიებზე, რომლებიც რუსი აუდიტორიისთვისაა.

მეორე – ვ.სოლოვიოვი არის არა საზოგადო მოღვაწე, არამედ ჩვეულებრივი პროპაგანდისტი – გებელსის რუსული ანალოგი – რომელსაც უკრაინის გამარჯვების შემდეგ, საერთაშორისო სასამართლოებში საკუთარ დანაშაულზე პასუხისგება მოუწევს.

მესამე – უკრაინის უშიშროების სამსახურს ვ. სოლოვიოვის მოკვლის არანაირი გეგმა არ აქვს. ამავდროულად, ყალბი და ანტიუკრაინული სიძულვილის გათვალისწინებით, რომელსაც ეს ადამიანი ავრცელებს, ის შესაძლოა თავად დაიხრჩოს საკუთარი დაბალი დონის პროპაგანდისტული საქმიანობის “პროდუქტებში”,- ნათქვამია განცხადებაში.