პარასკევი, 26 აპრილი , 2024, 12:27

სომხეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა

სომხეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ახლახან შევხვდი ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს გაგიკ ცარუკიანს. შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ასევე ჩემს მიერ პრეზიდენტთან, ფრაქცია „ჩემ ნაბიჯთან“, ფრაქცია „ნათელი სომხეთის“ ლიდერ ედმონ მარუკიანთან გამართული დისკუსიების გათვალისწინებით, სომხეთში, მიმდინარე წლის 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება,“- განაცხადა ფაშინიანმა.