სოსო გოგაშვილის და დამნაშავე „ოცნების” განქორწინება ვერ მოხდება – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი სისო გოგაშვილის მიერ ქართლი ოცნების დატოვებას ეხმიანება და ამბობს, რომ დამნაშავე “ქართული ოცნების”  და გოგოაშვილის “განქორწინება” ვერ მოხდება ვერაფრით.

მისი თქმით, ეს არის მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯი, რათა შავი საქმეებისთვის მოამზადობ გარკვეული ჯგუფები.

„სოსო გოგაშვილი არის კომპრომატირებული ადამიანი. შესაბამისად, მისი მართვის მექანიზმი მთლიანად ხელში უჭირავს „დამსხვრეული ოცნებების პარტიას“. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ვითომ განქორწინება სრული ფორმალობაა. რეალურად, შეიძლება მას აქვს რაღაც კონკრეტული დავალებები ამ საარჩევნო პერიოდისთვის, რაც „დამსხვრეული ოცნებების პარტიისთვის“ არის მნიშვნელოვანი. ისე, ასეთი ჰყავთ ყველა, გოგაშვილი გამონაკლისი კი არ არის, ასეთია ყველა, გახარიადან დაწყებული“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს.