სოფელი შაშვების სკოლის 2 მოსწავლეს COVID-19 დაუდგინდა – სასწავლო პროცესი შეწყდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სასწავლო პროცესი შეწყდა.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, სკოლა რეკომენდაციებს ელოდება, რის შემდეგაც გადაწყდება, რა ფორმთ გაგრძელდეს სასწავლო პროცესი.

„აღნიშნულის გამო, დღეს შავშვების სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. ველოდებით ჯანდაცვის შესაბამისი სამსახურისგან ოფიციალურ რეკომენდაციას, რომლის საფუძველზეც მივმართავთ განათლების სამინისტროს და მათი გადაწყვეტილების შესაბამისად გადავა აღნიშნული სკოლა სწავლების დისტანციურ მოდელზე. პარალელურად, ეპიდემიოლოგები აგრძელებენ ეპიდკვლევებს,“ – განაცხადა ტერმაკოზაშვილმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა.