სოფელ აგარაში მსუბუქი მანქანა ხევში გადავარდა- გარდაცვლილია 1 ადამიანი

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მსუბუქი მანქანა ხევში გადავარდა. მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ქალი მძიმედ დაშავდა, ის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს