სოფელ ვაზისუბანში 2 ადამიანი მოკლეს, 2 დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 2 ადამიანი მოკლეს, 2 კი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის ნიადაგზე, ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი მეზობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.