სოფელ მეტეხში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა, რომელიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია

კორონავირუსი  შიდა ქართლში კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მცხოვრები ინფიცირებული ქალი თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარია.

მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, სოსო მარღიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსული ინფექციის დადასტურებამდე, რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში, სოფელ მეტეხში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები.

შიდა ქართლში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 6 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი 60-ზე მეტი ადამიანი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.