სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა

სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას, სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

კვირას, 13 თებერვალს სოფელ სამებასთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა რომლის  სიმძლავრე 6.2 მაგნიტუდა იყო. ძლიერი ბიძგები მთელ საქართველოში იგრძნობოდა.