სოფელ ხუნევში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 პოლიციელი გარდაიცვალა 

სოფელ ხუნევში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 პოლიციელი გარდაიცვალა.პოლიციის მანქანას ევაკუატორი დაეჯახა. 2 დაშავებული, პოლიციელი და ევაკუატორის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“საქართველოს პროკურატურამ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 12 მარტს, დაახლოებით 10:45 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანის და FORD TRANSIT-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.