სოფელ ჯარიაშენში ოკუპანტებმა “საზღვარი” 10 მეტრით გადმოწიეს

სოფელ ჯარიაშენში ოკუპანტებმა ახალი ტხრილები გააკეთეს და “საზღვარი” 10 მეტრით გადმოწიეს. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

“გუშინ მთელი დღე მძიმე ტექნიკა მუშაობდა და გადმოსწიეს 10 მეტრით “საზღვარი”, ნახირს ვაძოვებდით, სასაფლაოს ადგილი იყო. შეღობეს ნახევრად, მავთულხლართები არ გააბეს, ხევი გააკეთეს და გააფრთხილეს ხალხი, აქეთ აღარ გადმოხვიდეთო”, – ამბობს ადგილობრივი.