სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იქნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იქნება. ის ამ დრომდე სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრი გახდა, მან ნათია თურნავა ჩაანაცვლა.

შამუგიამ პრემიერმინისტრს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისთვის.