სოციოლოგი სემ გრინი:პუტინის ქმედებები შეიძლება შეიცვალოს.არასწორია მისი მომავალი ქმედებების პროგნოზირება წარსულის საფუძველზე

ბრიტანელ-ამერიკელი სოციოლოგი და რუსეთის სპეციალისტი სემ გრინი ლონდონის კინგს კოლეჯიდან დღეს თავის substack–ში ასახავს ანალიტიკურ შეცდომებს, რომლებიც შეიძლება დაუშვან პუტინის მომავალი ქცევის წინასწარმეტყველების მცდელობისას მასზე დაკვირვების საფუძველზე.

აი, ასეთი პროგნოზების ერთი მაგალითი: ბოლო კვირებში მოდური გახდა ვარაუდი, რომ პუტინი შეეცდება მოკლას ვაგნერის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი,  მიყენებული დამცირებისთვის შურისძიების სახით (თვით CIA-ს დირექტორი უილიამ  ბერნსიც კი აღმოჩნდა ჩართული მსგავს საუბრებში).

ეს დასკვნა ეფუძნება ვარაუდს, რომ პუტინი შურისმაძიებელია და ახორციელებს მკვლელობის მცდელობებს მის კრიტიკოსებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე ან მათზე, რომლებსაც ის აღიქვამს “მოღალატეებად”.

„ბერნსის ვარაუდი, რომ შურისძიება მოხდება, ემყარება წარსული ქცევის ნიმუშების ანალიზს: რადგან პუტინმა წარსულში შური იძია არალოიალობის გამო, სავარაუდოა, რომ ის მომავალშიც ასე გააგრძელებს. და ანალიზის ამ მიდგომაში ფუნდამენტურად ცუდი არაფერია – გარდა იმისა, რომ მან ომის წინ დაგვაღალატა ”- წერს სემ გრინი.

„უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა, ყველა რისკითა და ხარჯებით, რაც მას მოჰყვა, არსებითად იყო პუტინის წინა ქცევების კანონზომიერების  დარღვევა“, – აღნიშნავს სოციოლოგი.

იმის ნაცვლად, რომ დავსვათ კითხვა “რა გააკეთა პუტინმა წარსულში?” და პასუხის მომავალზე ექსტრაპოლირება მოვახდინოთ, უნდა იკითხოთ: “რატომ რეაგირებდა პუტინი ამ სტიმულზე კონკრეტულად ამგვარად?” და შემდეგ შეეცადეთ გამოიყენოს მისი სააზროვნო პროცესი შემდგომ გარემოებებზე, წერს გრინი. და ეს სულაც არ არის პუტინის თავში შეღწევის მცდელობა, რაც შეუძლებელია. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ “წავიკითხოვთ პუტინის ქცევა, როგორც იმ შესაძლებლობების და გამოწვევების ანარეკლი, რომლებსაც ის აღიქვამს გარემომცველ სამყაროში“–ამბობს სემ გრინი.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბერნსის მეთოდი ემყარება იმას, რომ პუტინის მოქმედების ჩვევები  სტაბილურია, ასე რომ, ის მომავალში გააგრძელებს ისეთი რამის კეთებას, რაც წარსულში გააკეთა. ჩემი მეთოდი გამომდინარეობს იქიდან, რომ პუტინს აქვს სტაბილური აზროვნების ჩვევები და არა მოქმედებები. რატომ? იმის გამო, რომ გარემოებები იცვლება და მათი ცვალებადობის კვალდაკვალ, პუტინი სწავლობს“, – ამტკიცებს სოციოლოგი.

მისი აზრით, ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ არის თავისუფალი ევგენი პრიგოჟინი, რომელმაც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება, ხოლო იგორ გირკინი, რომელიც მხოლოდ სოციალურ ქსელებში  ლანძღავდა პუტინს, ციხეში. ეს ნიშნავს, რომ პუტინის გადმოსახედიდან პრიგოჟინმა ამოწურა თავისი ძალა, შემდგომი რეპრესიები მხოლოდ დამატებით პრობლემებს შექმნის, ან უბრალოდ პრიორიტეტი არ არის .

მისთვის, პოლიტოლოგის ვარაუდით, უფრო მნიშვნელოვანია იმ ორგულების პოვნა, რომლებსაც ჯერ არ დაუწყიათ მოქმედება – აქედან მოდის ჭორები გენერლების წმენდისა და გირკინის დაპატიმრება. „ამას დაუმატეთ პუტინისა და თავდაცვის მინისტრის შოიგუს აშკარა სურვილი, გააჩუმონ მათ მიერ ომის წარმოების კრიტიკოსები და  დაასკვნით, რომა გირკინის დაპატიმრება სასარგებლო სიგნალს უგზავნის “სავარძლის დანარჩენ გენერლებს“, რომ არსებობს გარკვეული ხაზები, რომელთა გადაკვეთა არ შეიძლება“, – თვლის სემ გრინი.