“სოხუმში სახლი ავაშენე, შესვლა არ დამცალდა, ახლა ესეც…” – სამგორში მცხოვრები

დღეს დილით სამგორში, თვალჭრელიძის ქუჩაზე სახლები დევნილებსაც დაუნგრიეს.

“სოხუმში სახლი გავაკეთე ვეებერთელა. იმ სახლში შესვლა არ დამცალდა. პატარა ბავშვები მყავდა. გამოგვყარეს აქეთ. ახლა ესეც, დედა… შოკში ვარ…”. – ამბობს თვალჭრელიძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები.

მისი მეზობელი ამბობს, რომ სახლის ასაშენებლად ფული ბანკიდან გამოიტანეს, რის გადახდასაც მათი 6 წლით მუშაობა სჭირდება.

“ახლა 6 წელი უნდა იმუშავოს ტყუილ–უბრალოდ”,– ამბობს მამაკაცი ფორმულასთან საუბრისას.

დღეს თბილისის მერიამ სამგორში, თვალჭრელიძის ქუჩაზე 7 სახლი დაანგრია. მერიის მტკიცებით, ისინი უკანონოდ იყო აშენებული.