სპეციალურად ავიცერი AstraZeneca-თი, ორივე კარგია – რომან გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა.

მისი თქმით, ფაიზერსა და ასტრაზენეკას შორის არჩევანი ასტრაზენეკაზე შეაჩერა.

“მქონდა არჩევანი ასტრა-ზენეკასა და ფაიზერს შორის. სპეციალურად ავიცერი ასტრა-ზენეკათი. გასაგები მიზეზების გამო. რა მნიშვნელობა აქვს რომლით აიცრი, როცა ორივე კარგია?”,– წერს გოცირიძე Facebook–ზე.