“სტიკერის გაკვრის საქმეზე” მზია ამაღლობელი 1 000 ლარით დააჯარიმეს

“სტიკერის გაკვრის საქმეზე”  ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი მზია  ამაღლობელი  მოსამართლე მარიანა ფომაევამ ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 1 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე (2025 წლის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრა – იერსახის დამახინჯება) შსს-მ ამაღლობელის წინააღმდეგ 7 მაისს დაიწყო.

ამ საქმეზე ამაღლობელი მეორეჯერ გაასამართლეს.

პირველ საქმეზე ამაღლობელი სამართალდამრღვევად მოსამართლე სალიხ შაინიძემ ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.