სტრასბურგმა განსახილველ საქმეთა სიიდან სააკაშვილის საჩივარი ამორიცხა – იუსტიციის სამინისტრო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობას და მის მიმართ მოპყრობას. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომლის გამოც, საჭირო იქნებოდა საკითხის დამატებითი შესწავლა. შესაბამისად ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და მის მიმართ მოპყრობა სრულ შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან და მისი უფლებები და ინტერესები არის სრულად დაცული”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე.