სულ მცირე 1 დოზით აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 23.7%, სრულად აცრილია 10%

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 22 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 10%. სულ მცირე 1 დოზით აცრილია 675  978 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 23.7%.

ქვეყანაში მთლიანობაში ჩატარებულია 962 165 აცრა. ბოლო 24 საათში აიცრა 23 303 ადამიანი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 48 ადამინი გარდაიცვალა, დადასტურდა 3803 ახალი შემთხვევა, ხოლო 5332 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge–ს ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინის გაკეთება შეგიძლიათ შემდეგ დაწესებულებებში:

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სივრცე (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) – ვაქცინაცია შესაძლებელია: Pfizer-ის ვაქცინით. ცენტრი  მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00-მდე;
  • ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას ქუჩა 77) – ვაქცინაცია შესაძლებელია: Pfizer-ით, Sinovac-ით​​, Sinopharm-ით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე;
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) (წინანდლის ქუჩა 19) – ვაქცინაცია შესაძლებელია: Pfizer-ით, Sinovac-ით​​, Sinopharm-ით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე შესვენების გარეშე;
  • ექსპრეს მედიქალ სერვისი თბილისის ზღვის პლაზა – ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა 22) – ვაქცინაცია შესაძლებელია: AstraZeneca-თი, Pfizer-ით, Sinovac-ით​​, Sinopharm-ით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-დან 17:30-მდე;
  • სავაჭრო ცენტრი ლილო მოლი (კახეთის გზატკეცილი 112) – ვაქცინაცია შესაძლებელია Sinopharm-ის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს 10:00-დან 16:00-მდე, შესვენება 13:00-14:00;
  • მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში (სამხედროს ქუჩა 9) – ვაქცინაცია შესაძლებელია: Pfizer-ის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35) – ვაქცინაცია შესაძლებელია: Pfizer-ით, Sinovac-ით​​, Sinopharm-ით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 17:00-მდე, შესვენების გარეშე;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (რუსთაველის ქუჩა 89) – ვაქცინაცია შესაძლებელია: Sinovac-ით​​, Sinopharm-ით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე.