სუროგაციით დაბადებული ბავშვი ბედნიერი ვერ იქნება – მეუფე ნიკოლოზი

“ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ბავშვის დაბადება ემსხვერპლება ხოლმე, და როგორ იქნება ეს ბავშვი ბედნიერი?”-  ასე ეხმაურება, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი),  იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი ინვიტრო განაყოფიერების შესახებ ინიციატივას.

“ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ბავშვის დაბადება ემსხვერპლება ხოლმე, და როგორ იქნება ეს ბავშვი ბედნიერი? რა ვთქვი გაიგეთ? ერთი ხელოვნურად განაყოფიერებული ბავშვი არის რამდენიმე სხვა ბავშვის ფასი. როცა ხელოვნური  განაყოფიერება ხდება ერთდროულად ნაყოფირდება  რამდენიმე კვერცხუჯრედი ეს ნიშნავს იმას რომ დაბადებულია ბავშვი უკვე ჩასახულია სული მინიჭებული აქვს, მერე ის რამდენიმე სიკვდილი ერთის გადასარჩენად ხდება.” მეუფე ნიკოლოზი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით ირკვევა, რომ სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენა მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს შეეძლებათ და ქორწინებიდან, სულ მცირე 1 წელია გასული ან მინიმუმ ბოლო 1 წლის განმავლობაში, ისინი ფაქტობრივ თანაცხოვრებაში იმყოფებიან.