სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ქართულ ოცნებას ტოვებს

სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს. სააგენტოს ეს ინფორმაცია გოგაშვილმაც დაუდასტურა:

„ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მქონდა პირადი საუბარი და გადავწყვიტე დავტოვო პარტია. მას ავუხსენი წამოსვლის მიზეზები, რასაც პარტიის თავმჯდომარე გაგებით შეხვდა და წარმატებები მისურვა. საზოგადოებისთვის განმარტებებს უახლოეს მომავალში გაკეთებ“, – აცხადებს გოგაშვილი.

სოსო გოგაშვილი „ქართულ ოცნებაში“ მონიტორინგის, კოორდინაციის და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო.