ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუთაისის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ახალგაზრდები კინოჩვენებას აპირებენ, რის გამოც ადგილზე ხელისუფლებამ პოლიცია და სპეცრაზმი მოაბილიზა.
“საღამოს 8-ზე გირჩი მეტი თავისუფლების და ჩვენი ახალგაზრდები ქუთაისის სუსის შენობასთან კინოჩვენებას აპირებენ.
გაავსეს პოლიციით და სპეცნაზით სუს-ის ტერიტორია. ვაფრთხილებ ყველას, ბეწვი არ ჩამოუვარდეთ ახალგაზრდებს!”,– წერს დეკანოიძე.
ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის შეკამათება მოხდა. გირჩი – მეტი თავისუფლების წევრის, გამარჯვების ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის, თეიმურაზ პატარაძის თქმით, აპირებდნენ ეჩვენებინათ ფილმი “სხვების ცხოვრება”, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევენ იმ მიზეზით, რომ ქუჩაზე მოქალაქეების გადაადგილებას შეაფერხებენ.