“საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტუნარიანის და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური პოტენციალის გამოყენების კუთხით განისაზღვრება ქვეყნის სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება: პირველი, დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების გარეშე გლობალურ კონკურენციაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება ბუნებრივია შეუძლებელია, ამ ახალ რეალობაზე საპასუხოდ განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სხვა მიმართულებებით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე სამუშაოდ შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი. შემდეგი საკვანძო მიმართულებაა ფაგები, მოგეხსენებათ, საქართველო ამ ტექნოლოგიებში არის პიონერი, აქვს ქვეყანას ფაგების კვლევის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება, დღეს, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება ფაგებზე მოთხოვნა, საქართველოს შეუძლია მსოფლიოს შესთავაზოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები ამ მიმართულებით და ბოლოს აგროტექნოლოგიები – აგრარულ სექტორში საქართველოს მოსახლეობის უდიდესნი ნაწილია დასაქმებული, სააგენტო მიზნად ისახავს ახალი სამეცნიერო ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას, რომლებიც ქართველ ფერმერებს პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება”

განაცხადა ამის შესახებ, პრემიერმინისტრმა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილეზე.