სხვებს უკრძალავენ 15 წლის წინანდელი საქართველო გაიხსენონ, იმიტომ რომ იქ თვითონ არიან – ერეკლე დეისაძე ჩერგოლეიშვილს

” ხალხი რომელიც დღემდე საბჭოთა ისტორიაში იქექება, სხვებს უკრძალავენ 15 წლის წინანდელი საქართველო გაიხსენონ, იმიტომ რომ იქ თვითონ არიან”- ამის შესახებ მოსიკოსი ერეკლე დეისაძე სოციალურ ქსელში წერს, რითიც  „ტაბულას“ დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის კრიტიკას პასუხობს.

“ეს პოსტი მე მეძღვნება, ,,თავდაცვით რეჟიმში ამართლებს დღევანდელ დღესო”, თან საკუთარ ,,დისფუნქციურობას” ამართლებსო ამბობს 3 % ანი პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ფოთში სუფრებს შლიდა და ოჩოფეხებით დარბოდა, როგორმე ხმა რომ მოეგროვებია პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიისთვის.დიახ, ,,საკუთარ დისფუნქციურობასო”. დიახ, ჩემზე.მადლობა ღმერთს, დღეს მე უფრო მეტი მსმენელი მყავს, ვიდრე ამას ამომრჩეველი. მაგრამ აქ სხვა რამეა მთავარი:

ხალხი რომელიც ყველაფერს საბჭოთა კავშირს აბრალებს, ოღონდ საკუთარი პასუხისმგებლობა და ბრალეულობა აირიდოს. ხალხი რომელიც დღემდე საბჭოთა ისტორიაში იქექება, სხვებს უკრძალავენ 15 წლის წინანდელი საქართველო გაიხსენონ, იმიტომ რომ იქ თვითონ არიან და მესმის ძალიან უხერხულია, დღევანდელი გადმოსახედიდან, ორმაგად უხერხული.
ჩემი გამართლებული ბიძინა სად ნახა არ ვიცი, (,,თეთრი ხმაურის” აქციებზე, ,ბირჟა მაფიის’ აქციებზე, თუ ,სირცხვილიას’ აქციებზე სადაც პროპორციულ არჩევნებს ვითხოვდით და თვითონაც იქ იდგა)
ბიძინას მმართველობა რომ საქართველოს პრობლემაა და ამაზე ვთანხმდებით, ეს არ ნიშნავს რომ ამ პრობლემის გასაღები თქვენ ხართ, თქვენ, ვინც თავისი არასწორი პოლიტიკის შედეგად ეგ პრობლემა სათავეში მოიყვანა, და იმის მაგივრად პასუხისმგებლობა იგრძნოთ, ახლაც სხვებისკენ იშვერთ თითს. მეტიც , ცოტა საღადაო თემაც კი გახდა ,,რა დროს ,,9 წელიაო” ,,ეს ძმაო ქოცური ნარატივია” ,,ბიძინას წისქვილზე ასხამს წყალს” ,,it’s not cool” და ა.შ.
,,ეთიკის ფეისბუქ ჟანდარმერია”, რომელიც კედელ -კედელ დაძრწის და ხალხს მიუთითებს ვინ რაზე ილაპარაკოს და ისტორიის რომელი მონაკვეთი გაიხსენოს.
თავს ნუ შეიწუხებს, წარსულის გადმონაშთებისგან მომავალზე მითითებას ვერ მივიღებ.
ჰიტლერზე და სტალინზე რომ წიგნებს წერენ და ფილმებს იღებენ, ვკითხოთ იმ ხალხს, რა ნახეს ამ წარსულში ეგეთი, როცა ამდენი პრობლემაა და მომავალზე მეტი კონცენტრირებაა საჭირო.
ბოდიში კედლის დაბინძურებისთვის, ჩემს კედლებს ჩემი ლექსები უფრო ამშვენებს. ამიტომ მეტს აღარ მოგაცდენთ და წერას გავაგრძელებ, იქნებ მედროვე აღარ ვიყო, დროს გავუსწრო და ბოუვი გამოვიდე.”- წერს ერეკლე დეისაძე სოციალურ ქსელში.