“სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს” – სალომე სამადაშვილი ენმ-ს

“სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს” – ასე ეხმიანება სალომე სამადაშვილი ნაციონალური მოძრაობის გადაწვეტილებას, შეუერთდეს 19 აპრილის შეთანხმებას.

“ესაა ჩემი კომენტარი ენმ-ის გადაწყვეტილებაზე, ხელი მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას. 19 აპრილს, ჩემი მოთხოვნით მოწვეულ პარტიის პოლიტიკურ საბჭოს ეს გადაწყვეტილება იმ დღესვე რომ მიეღო, ოპოზიცია ბევრად უკეთეს ფორმაში იქნებოდა დღეს”,– წერს სამადაშვილი.

ნიკა მელიას თქმით, შეთანხმებაზე ხელს იმიტომ აწერენ, რომ “არ ახდეს ქართული ოცნების ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან, რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას და ქართველ ხალხს დააზიანებს”.