ტაივანის სრუტეში აშშ-ისა და ჩინეთის სამხედრო ხომალდები ლამის ერთმანეთს შეეჯახა (ვიდეო)

კანადურ-ამერიკული ერთობლივი მისიის დროს ჩინეთის სამხედრო ხომალდი ტაივანის სრუტეში კინაღამ შეეჯახა ამერიკულ გამანადგურებელს. ამის შესახებ Global News-ი იუწყება, რომლის კორესპონდენტიც ინციდენტს შეესწრო.

გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ჩინური ხომალდი ამერიკული გამანადგურებელ Chung-Hoon-ს 137 მეტრში მიუახლოვდა, თუმცა შეჯახება თავიდან აიცილეს იმის ხარჯზე, რო პირველმა დიდი სიჩქარე აკრია.

ჩინური გემის ეკიპაჟი დაუკავშირდა ამერიკულ გამანადგურებელს და შეჯახების მუქარით მიმართულების შეცვლისკენ  მოუწოდა. აშშ-ს სამხედროებმა მათ სთხოვეს დაეცვათ დისტანცია, მაგრამ საბოლოოდ  კურსი შეიცვალა,  შემდეგ კი ჩინურმა გემმა ჩუნგ-ჰუნს ახლო დისტანციაზე ჩაუარა.

დასავლეთის სარდლობამ ჩინეთის სამხედროების საქციელს “არაპროფესიული” უწოდა. იგი თვლის, რომ ინციდენტი “აშკარად ჩინელების მიერ იყო წაქეზებული”.

„ის ფაქტი, რომ ამის შესახებ რადიოში გამოცხადდა, სანამ ამ საქციელს ჩაიდენდნენ, აშკარად მიუთითებს, რომ ეს იყო მიზანმიმართული“, – თქვა პოლ მაუნტფორდმა, კანადური გემის Montreal-ის მეთაურმა, რომელიც ინციდენტს აკვირდებოდა .

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ეს ინციდენტი იზოლირებული იყო და აღარ განმეორდება.
კანადაში ჩინეთის საელჩომ განაცხადა, რომ კანადური და ამერიკული გემების გამოჩენა “საჯაროდ გარეკლამდა” და რომ ჩინეთის სამხედროები ორივე გემს “ლეგალურად და პროფესიონალურად” აკონტროლებდნენ.

პენტაგონმა ჩინეთი მსგავსი პროვოკაციებისთვის გააკრიტიკა. პეკინმა სასწრაფოდ უპასუხა და აშშ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა .

“ისინი აქ არ არიან იმისთვის, რომ მშვიდობიანად ჩაიარონ. ისინი აქ არიან პროვოკაციებისთვის”, – განუცხადა ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ლი შანფუმ CNN-ს.

დაპირისპირება ჩინეთსა და აშშ-ს შორის

ამ დღეებში აშშ-ისა და ჩინეთის თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელები სინგაპურში უსაფრთხოების სამიტზე იმყოფებიან. ამ ღონისძიებაზე ლოიდ ოსტინმა მკვეთრად გააკრიტიკა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მისი აგრესიული ქცევისთვის. მას მიაჩნია, რომ ტაივანის გამო ომი დამანგრეველი იქნებოდა.

მანამდე, აშშ-ს საჰაერო მობილობის სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა მაიკ მინიგანმა იწინასწარმეტყველა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა შესაძლოა ომი დაიწყონ ტაივანის გამო 2025 წელს.

აშშ-ს საზღვაო ძალები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს წლებში ჩინეთსა და ტაივანს შორის კონფლიქტი დაიწყოს.