“ევროპის დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან მუდმივად ისმის იმის შესახებ, რომ შეიარაღების სისტემების, მათ შორის ტანკების უკრაინისთვის მიწოდება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ამ ქვეყნებისა და ალიანსის ჩართვას საბრძოლო მოქმედებებში, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით. მოსკოვში ყველაფერი, რასაც აკეთებენ როგორც ალიანსი, ისე ეს დედაქალაქები, აღიქმება, როგორც უშუალო მონაწილეობა კონფლიქტში. ჩვენ ვხედავთ, რომ ის იზრდება”,

განაცხადა რუსეთის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.