ტაქსებში, მანქანებსა და სანაოსნო საშუალებებში, არასრულწლოვნების გადაყვანისას მოწევა აიკრძალა

ტაქსებსა და არასრულწლოვნების გადაყვანის დროს თამბაქოს მოხმარება აიკრძალა. თამბაქოს შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მე-3 მოსმენით მხარი დაუჭირა.

პროექტის ინიციატორები ”ქართული ოცნების”  წევრები : დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე იყვნენ.

ტაქსის, ან ნებისმიერი სანაოსნო საშუალების მძღოლი ტრანსპორტში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის 200 ლარით დაჯარიმდება. ავტომობილით არასრულწლოვნის გადაყვანისას მოწევისთვის კი მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება. ამასთანავე, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებას ქმედებების მეორედ, მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისთვის.