ტაქსის მძღოლები და სკოლის მასწავლებლები გრიპის ვირუსის რისკ ჯგუფში არიან – გამყრელიძე

“ტაქსის მძღოლები და სკოლის მასწავლებლები გრიპის ვირუსის რისკ ჯგუფში არიან “-დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებღივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის ვირუსის რისკ ჯგუფებს დაემატნენ ტაქსის მძღოლები და სკოლის მასწავლებლები.

“ჩვენ დავამატეთ რისკ ჯგუფებს ტაქსის მძღოლები, რომლებიც ახლო შეხებაში არიან ადამიანებთან და მივმართავ მათ, რომ მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში. დამატებულნი არიან სკოლის მასწავლებლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით. 40 ათასამდე დოზა, გრიპის ვაქცინისა, მარაგში კიდევ არის ქვეყანაში. ვისარგებლოთ ამით”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.