“ტაშს ვუკრავ აშშ-ს საელჩოს ასეთი ქმედებისთვის” – კელი გვარამიას მოსამართლის პროგრამიდან მოხსნაზე

“ტაშს ვუკრავ აშშ-ს საელჩოს ასეთი ქმედებისთვის”  – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი,  “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის მიმართ, სავარაუდოდ აშშ-ს საელჩოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ლაშა ჩხიკვაძე პროგრამიდან მოიხსნა და შტატებში ვეღარ მიემგზავრება.

“აშშ და საქართველო ორივე სუვერენული ქვეყანაა და ჩვენ გაგვაჩნია უფლება უარი ვუთხრათ შესვლაზე ნებისმიერ პირს, რომელიც მიგვაჩნია, რომ მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და თუ კი სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, რომ ჩართული ყოფილიყო პროგრამაში, რომელიც ფინანსდება აშშ-ს მიერ და რომელიც მიმართულია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაზრდელად, უფლებამოსილი იყო ეს უარი. ეს ფინანსდება გადამხდელისგან და გადასახადის გადამხდელს ალბათ, არ ესიამოვნება ისეთი ადამიანის დაფინანსება, რომელიც არის მოსამართლე, მაგრამ რეაგირებს აღმასრულებელი ხელისუფლების სურვილებზე და მათ ასრულებს, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. მე ტაშს ვუკრავ საელჩოს ასეთი ქმედებისთვის”,- თქვა იან კელიმ.