“ტა­ძარ­ში ქა­ლის ლა­პა­რა­კი და­უშ­ვე­ბე­ლია” – მეუფე სტეფანემ ტაძრიდან ქალი გააგდო

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ მრევლის წევრი და ყოფილი თანამშრომელი ტაძრიდან გააგდო. სასულიერო პირის პროტესტი ქალის მიერ დასმულმა კითხვებმა გამოიწვია. მაია ცაავას მან უპასუხა, რომ ტაძარში ქალის საუბარი დაუშვებელია.

“თქვე­ნი სათ­ქმე­ლი ქუ­ჩა­ში… გა­იყ­ვა­ნეთ, გა­იყ­ვა­ნეთ, მა­მაო. ტა­ძარ­ში ქა­ლის ლა­პა­რა­კი და­უშ­ვე­ბე­ლია და არ შე­მო­უშ­ვათ“, – თქვა მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ, რის შემ­დე­გაც ქალი ტაძრიდან გააძევეს.

მიტროპოლიტმა მაია ცაავას “პროვოკატორი” და “სატანა” უწოდა, რაზეც მრევლის წევრმა უპასუხა, რომ სატანა თავადაა.

“თვითონ ხარ სატანა, შენს ქადაგებას არ უნდა უსმინოს ხალხმა”,– მიმართა ცაავამ მიტროპოლიტს.

ქალის თქმით, ის ეპარქიის გიმნაზიაში მზარეულად მუშაობდა, რამდენიმე კვირის წინ ხელფასის მომატება მოითხოვა, რის გამოც მეუფე სტეფანემ მისგან ბოდიშის მოხდა ითხოვა. მისი განმარტებით, ბოდიში არ მოიხადა, ამიტომ მიტროპოლიტმა სამსახურიდან გაუშვა.