ტერიტორიის დათმობა თავისუფლების დათმობაა, ეს არ დაასრულებს ომს – ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ მიმდინარე ომში ტერიტორიების დათმობა პუტინის ომს არ დაასრულებს. მისი თქმით, “ტერიტორიის დათმობა თავისუფლების დათმობაა”. ამის შესახებ პირველმა ლედიმ, ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“უკრაინელები ვერ იღებენ ყველა იმ განცხადებას, რომელსაც ხანდახან ვისმენთ ქვეყნის ლიდერებისგან – ზოგიერთ შემთხვევაში დიდი და გავლენიანი ქვეყნების ლიდერებისგან. შეუძლებელია, უბრალოდ დათმო ტერიტორიის ნაწილები”, – აღნიშნა ზელენსკამ.